logo_geo
eng_logo
ჯონ კერი: იერუსალიმი უნდა გახდეს ორი სახელმწიფოს დედაქალაქი
- +

29 დეკემბერი. 2016. 12:14


აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ჯონ კერი განცხადებით, იერუსალიმი უნდა გახდეს ორი სახელმწიფოს დედაქალაქი.


იერუსალიმი უნდა გახდეს ორი სახელმწიფოს დედაქალაქი. ჩვენ დიდი პატივისცემით ვეპყრობით ისრაელის ღრმა, ისტორიულ და რელიგიურ კავშირებს ამ ქალაქთან და მის წმინდა ადგილებთან", - განაცხადა კერიმ.


ჯონ კერიმ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას განმარტება გააკეთა რატომ შეიკავა ამერიკულმა დელეგაციამ თავი გასულ კვირას გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისრაელთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრისას.


აშშ-სთვის ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი. აშშ- არ მოუმზადებია და არ წამოუყენებია ეს რეზოლუცია. ჩვენ ასევე უარვყოფთ იმ თვალსაზრისს, რომლის თანახმად, აშშ რამე კუთხით ამ რეზოლუციის სულისჩამდგმელი იყო.

ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს ეუბნებოდა, რომ არ დაბლოკავს რეზოლუციას, თუის დაბალანსებული და სამართლიანი იქნება. ჩვენ უარვყოფთ იმის კრიტიკას, რომ ამ კენჭისყრით უარი ვთქვით ისრაელზე. ქვეყანას არ შეუძლია ხმის მიცემა საკუთარი პოლიტიკის საწინააღმდეგოდ. ზუსტად ამიტომაც გადავწყვიტეთ, არ დაგვედო ვეტო გაერო- რეზოლუციაზე", - განმარტა კერიმ.


კერი ასევე შეეხო დასახლებების მშენებლობის საკითხს.


ამ პოლიტიკის გაგრძელება გამოიწვევსერთი სახელმწიფოს შეუქცევად რეალობას" ისრაელისა და პალესტინის მშვიდობიანი თანაარსებობის საპირწონედორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის" ფორმულის ფარგლებში. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღიად უჭერს მხარსორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის" პრინციპს, მაგრამ მისი კოალიცია უკიდურესად მემარჯვენე ხედვას უჭერს მხარს, ხოლო მათი დღის წესრიგი ექსტრემისტული ელემენტებითაა გაჟღენთილი", - აცხადებს ჯონ კერი.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner