logo_geo
eng_logo
N5 დაწელებულებაში საახალწლო კონცერტი გაიმართა
- +

29 დეკემბერი. 2016. 13:01


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში „ქუჩის ბიჭებმა" და ზურაბ დოიჯაშვილმა წინა საახალწლოდ კონცერტი გამართეს.


მომღერლებმა საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილი ჰიტები შეასრულეს და მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ღონისძიებაზე მსჯავრდებულებმა ზურაბ დოიჯაშვილთან ერთად მუსიკალური ნომერიც შეასრულეს.

მომღერალმა ზურაბ ხაჩიძემ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კონცერტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.


სურვილი გვქონდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად გაგვეკეთებინა ერთობლივი ღონისძიება და წინასწარ მიგველოცა მსჯავრდებულებისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი, სიმღერით გამოხატა მათდამი დამოკიდებულება და სიყვარული. მინდა სამინისტროს კონცერტის ორგანიზებისთვის მადლობა გადავუხადო", - აღნიშნა ზურაბ ხაჩიძემ.


N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს მსჯავრდებულების საზოგადოებაში ინტეგრაციას.


წინა საახალწო ღონისძიება N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელდა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner