logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: პატრიარქის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება
- +

29 დეკემბერი. 2016. 13:16


ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეეკო განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა საბედნიეროდ უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის.

 

მე არ მაქვს უფლებამოსილება კონკრეტულ კლინიკურ დეტალებზე გესაუბროთ, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა, გამომდინარე ასაკიდან და თანმდევი დაავადებებიდან, მაინც უკიდურესად საყურადღებოა და ის ექიმების მეთვალყურების ქვეშ რჩება",- განაცხადა სერგეენკომ.


პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით კი, ექიმები პატრიარქს გერმანიაში გადაყვანას ურჩევენ, თუმცა უწმინდესი არ თანხმდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner