„საქართველოს ბანკი" და „ექსპრეს ბანკი" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების სამუშაო განრიგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.
„2017 წლის 1 და 2 იანვარს დაისვენებს „საქართველოს ბანკისა" და „ექსპრეს ბანკის" ყველა სერვისცენტრი. სამშაბათს, 3 იანვარს „საქართველოს ბანკისა" და „ექსპრეს ბანკის" სერვისცენტრები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.
დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელს, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკისა და ექსპრეს ბანკის სატელეფონო ცენტრებს ნომრებზე: 2 444 444 და 2 555 555.
მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 31 დეკემბრის ჩათვლით. 31 დეკემბერს „საქართველოს ბანკის" სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო „ექსპრეს ბანკის" სერვისცენტრები 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.
3 იანვრიდან „საქართველოს ბანკის" და „ექსპრეს ბანკის" ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას", - ნათქვამია „საქართველოს ბანკისა" და „ექსპრეს ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.