ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, სინძანის პროვინციაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
„რამდენიმე ტერორისტი ავტომანქანით კომუნისტური პარტიის ოფისის ეზოში შეიჭრა და ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. ყველა მათგანი უსაფრთხოების ძალებმა გაანადგურეს", - განუცხადეს „როიტერს" ადგილობრივ ხელისუფლებაში.
ცნობისთვის, ჩინეთის სინძანის პროვინციაში ჩინელებს და ადგილობრივ მუსულმანებს - იუგურებს შორის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასობით ადამიანი დაიღუპა, თუმცა ამ ფაქტების უმეტესობა საზოგადოებისთვის უცნობია.