საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა" ყოველწლიური შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაზე ორგანიზაციამ საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა, კერძო და საჯარო სფეროდან ინსტიტუციები, ჟურნალისტური კორპუსი დააჯილდოვა.
ჯილდო ნომინაციაში - „ღია საზოგადოების მხარდამჭერი" საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას" და მის პრესკლუბს გადაეცა.
მედია ჰოლდინგი „რეპორტიორი" ულოცავს „კვირას" აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებას.