logo_geo
eng_logo
საზმაუწყებლის გენდირექტორობის კანდიდატი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ტეკლევიზიისთვის ახალი შენობის აშენებას ვარაუდობს
- +

29 დეკემბერი. 2016. 15:40


 


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატი ნიკოლოზ მჭედლიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გაყიდვასა და ახალი თანამედროვე შენობის აშენებასაც არ გამორიცხავს.


მისი თქმით, გენდირექტორის თანამდებობაზე არჩევის სემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტელევიზიაში ინფრასტრუქტურული ცვლილებები და განვითარება იქნება.


საზმაუწყებელში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და მეოთხე სართული ჩემთვის იყო შოკი. 70-იანი წლების იატაკი და კედლებია დარჩენილი. სამწუხაროა, რომ ათეულობით მილიონი ლარი იყრება. პირველი არხის ჟურნალისტები კიდევ კარგად მუშაობენ, რადგან ასეთ პირობებში როგორ უნდა მოსთხოვო უფრო კარგად მუშაობა, არ ვიცი. ჩემი გეგმა შეეხება, როგორც ჟურნალისტების მოტივაციის გაუმჯობესებას, შესაბამისად, ანაზღაურებას, ასევე კონტენტში ახალი ცვლილებების შეტანას, ტექნოლოგიების დანერგვას და ..",- აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტოტობის კანდიდატმა.


მჭედლიშვილი საზმაუწყებლის განვითარების სრულ კონცეფციას სამეურვეო საბჭოს წარუდგენს.


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის შესარჩევ კონკურსზე განაცხადი 15-მა ადამიანმა გააკეთა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კანდიდატის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა მომავალი წლის 6 იანვარს გაიმართება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner