სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.
კანონით დადგენილი წესით, ამანათების შეგზავნა დაწესებულებებში შესაძლებელია მიმდინარე წლის 29 და 30 დეკემბერს სამუშაო საათებში, 31 დეკემბერს - 14:00 საათამდე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.