„გურია ნიუსი" და „21-ს ქვევით" სოციალურად დაუცველ 12 წლამდე ბავშვებს წელსაც აძლევს საშუალებას, თოვლის ბაბუას წერილები მისწერონ და სურვილები აიხდინონ.
აღნიშნულ პროექტში გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ჩაერთო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟოლიეთში მცხოვრებ რევაზ ვაჩეიშვილს საჩუქრად ნოუთბუქი გადასცა.