ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა დღეს ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციებს ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის შედეგები გააცნო და პრეზენტაცია წარუდგინა.
ირაკლი შიხიაშვილის ორგანიზებით, ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას ესპანელები გეგმავენ. ცენტრი რეგიონული მასშტაბის იქნება და მის შექმნაში 25 მილიონი ევრო დაიხარჯება. 3-4 წლის განმავლობაში ესპანელები ცენტრის მშენებლობას დაასრულებენ. ამის შემდეგ ქართულმა მხარემ 25 წლის განმავლობაში ეპანელების მიერ ჩადებული ინვესტიცია უნდა გამოისყიდოს. სამკურნალო-სარეაბილიატაციო ცენტრი ამიერკავკასიაში ერთადერთი იქნება .ესპანური მხარე სამედიცინო პერსონალს გადაამზადებს და ცენტრი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება. ვეტერანებს ექნებათ საკუთარი სპეციალიზირებული კლინიკა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრაზე საზოგადოებრივი სათათბირო დარბაზის შექმნის იდეას ჩაეყარა საფუძველი, რომელშიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გაერთიანდებიან და სამსახურთან ერთად ვეტერანების საკითხებზე იმუშავებენ.