logo_geo
eng_logo
სირიის მთავრობა და ოპოზიცია ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
- +

29 დეკემბერი. 2016. 16:50


 


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმ პუტინის განცხადებით, სირიის მთავრობა და შეიარაღებული ოპოზიცია ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნაზე შეთანხმდნენ.


სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის 3 დოკუმენტი გაფორმდა. პირველი ესაა სირია-არაბეთის რესბუბლიკებში, სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მეორე - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის მექანიზმი და მესამეა მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების დოკუმენტი", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.


პუტინის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შეთანხმებები ძალაში შევიდეს.


წინა კვირას, მოსკოვში, რუსეთის, ირანისა და თურქეთის მაღალჩინოსნებმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მათ გამოთქვეს მზაობა, სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შემთხვევაში, გარანტორები იყვნენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner