logo_geo
eng_logo
თამარ მეფის ქუჩაზე ხანძრის შედეგად რამდენიმე სახლი დაიწვა
- +

29 დეკემბერი. 2016. 21:15


 


თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ძლიერი ხანძრის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი სამსართულიანი სახლის ორ სართულზეა იყო გავრცელებული.ხანძრის შედეგად რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი.


თვითმხილველების განცხადებით, ხანძრის შედეგად ერთი ხანდაზმული ქალბატონი დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხანძარი, მეზობლების თქმით, სავარაუდოდ ძველმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.


შემთხვევის ადგილზე დიდუბის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომელთა თქმით, ზარალის დათვლა დაიწყება. ადგილზე 12 სახანძრო ბრიგადა და სამედიცინო ბრიგადებია მობილიზებული. ამ დროისთვის უკვე ჩამქრალია ხანძრის ძირითადი კერა. მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner