ბრიტანული გამოცემის The Independent-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი შესაძლოა, NATO-ს მომავალი გენერალური მდივანი გახდეს. ქემერონის კანდიდატურის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარდგენას მოქმედი პრემიერი ტერეზა მეი გეგმავს.
როგორც მანამდე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთი აპირებს რომ NATO -ში უფრო აქტიური როლი შეასრულოს.
ამჟმად NATO-ს გენერალური მდივანი ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურება.