logo_geo
eng_logo
ფატუ ბენსუდა: 2008 წლის ომის გამოძიება ღიაა და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული
- +

24 მარტი. 2016. 18:48



„რუსეთ-საქართველოს ომი: რატომ იწყებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სამხედრო დანაშაულების გამოძიებას", - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „The Guardian"-ში ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა.



კონფლიქტი გამოიწვია რეგიონის სტატუსთან დაკავშირებულმა მზარდმა დაძაბულობამ. საბრძოლო მოქმედებების შედარებით მოკლე, თუმცა ინტენსიური პერიოდის განმავლობაში, როგორც ცნობილია, დაიღუპა და დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობისმყოფელები, ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა და მასობრივად განადგურდა ქონება", - წერს ფატუ ბენსუდა.



ბენსუდას განცხადებით, რომის სტატუტის თანახმად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ შეუძლია გამოძიების დაწყება, თუკი იმავე საქმის გამოძიება უკვე მიმდინარეობს ნაციონალური სასამართლო სისტემების ფარგლებში.



დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს და რუსეთის გამოძიებები თითქოს წინ მიიწევდა. თუმცა ცოტა ხნის წინ საქართველოში საქმის წარმოება შეჩერდა სამხრეთ ოსეთსა და მიმდებარე რაიონებში უსაფრთხოების არასტაბილური სიტუაციის გამო. გასული წლის მარტში საქართველოს მთავრობამ ჩემს ოფის არაორაზროვნად აცნობა, რომ 2008 წლის შეირაღებულ კონფილიქტთან დაკავშირებული საქმეების შიდა გამოძიების პროგრესის პერსპექტივა არ არის". ნაციონალური წარმოების არარსებობის გამო, მე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს მივმართე თხოვნით, მისცენ ჩემს ოფისს გამოძიების უფლება", - აცხადებს ბენსუდა.



მისი თქმით, პირველ ეტაპზე გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა წყაროდან მოხდება ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებების მოპოვება, ეჭვმიტანილების გამოვლენა კი უფრო გვიან ეტაპზე მოხდება. ბენსუდას თქმით, თუკი მოპოვებული მტკიცებულებები იძლევა გონიერ ეჭვს იმისა, რომ პირმა სამხედრო დანაშაული ან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა, იწყება გამოძიების შემდეგი ეტაპი, რაც დაკავების ორდერის გაცემასა და სასამართლოში დაბარებას გულისხმობს.



ეს გამოძიება ღიაა და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ის არ ეხება გეოპოლიტიკას ან პოლიტიკური დაპირისპირების დარეგულირებას, არ ისახავს მიზნად სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრას ან 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ეს არის დამოუკიდებელი იურიდიული პროცესი, რომელიც მიმართულია 2008 წლის კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი მძიმე დანაშაულების შესახებ სიმართლის გამოვლენისკენ", - აცხადებს ფატუ ბენსუდა.



ჰააგის სასამართლოს პროკურორი იმედოვნებს, რომ ჰააგის სასამართლოს გამოძიებასთან კონფლიქტის ყველა მხარე ითანამშრომლებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner