logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: მზად ვართ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, შევთავაზოთ ყველა სარგებელი...
- +

29 დეკემბერი. 2016. 22:05


 


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომმტავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, შეთავაზოს ყველა სარგებელი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატიდან გამომდინარეობს.


ციხელაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის საქართველოს პასპორტის აღება გამარტივდეს.


„ჩვენ მზად ვართ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, შევთავაზოთ ყველა სარგებელი, რომელიც გამომდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატიდან და, რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაცია გახლავთ ის ერთ-ერთი ხელშესახები და დროში ახლო სარგებელი, რასაც საქართველოს თითოეული მოქალაქე იგრძნობს. ამის წინაპირობა გახლავთ ის, რომ მოქალაქეებს საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი ჰქონდეთ. ჩვენი ამოცანაა, რომ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ როგორც პროცედურულად, ისე გეოგრაფიულად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის საქართველოს პასპორტის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა უსაფრთხოების იმ ზომების გათვალისწინებით, რომელიც აუცილებელია და რომელიც ევროკავშირის მოთხოვნაცაა. მე ვფირობ, ეს თავისთავად იმდენად ღირებული და მნიშვნელოვანი პერსპექტიული სარგებელია, რომ აუცილებლად დააინტერესებს ამ ორ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც დღეს მართლა უწევთ ათას ხელოვნურ ბარიერთან გამკლავება - მიმდინარეობს ამ რეგიონების ოკუპაცია, ფაქტობრივად, დე ფაქტო ანექსიისკენ იდგმება ნაბიჯები და არის მძიმე მდგომარეობა როგორც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე ადამინის უფლებების კუთხით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სარგებელზე, არ გახლავთ მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, ეს არის უკეთესი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური მდგომარეობა, ზოგადად, განვითარების პერსპექტივა, რაც ვფიქრობ, ნამდვილად არ არის უმნიშვნელო ამ რეგიონის მოსახლეობისთვის", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner