logo_geo
eng_logo
სირიის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითი ზავი დადეს
- +

29 დეკემბერი. 2016. 23:28


 


სირიის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ხელი შვიდმა დაჯგუფებამ მოაწერა. შეთანხმება ძალაში 30 დეკემბრიდან შევა.


დაპირისპირებულ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შესრულების გარანტორი რუსეთი, თურქეთი და ირანი იქნებიან.


სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში კედლებზე ანტისახელისუფლო ლოზუნგები გამოჩნდა. პოლიციამ ოპოზიციის აქტივისტები დააკავა და ციხეში სასტიკად სცემა, რის პასუხადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამთავრობო დაწესებულებების დარბევა დაიწყეს.


სამთავრობო ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბაშარ ასადის რეჟიმის რღვევა. ტრაგიკულ ინციდენტს სირიის დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. არაოფიციალური მონაცემებით, კონფილიქტმა, 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 10 მილიონამდე კი, ლტოლვილი გახდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner