logo_geo
eng_logo
აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს და 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
- +

30 დეკემბერი. 2016. 02:32


 


თეთრმა სახლმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. ასევე ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუს დიპლომატს აძევებს. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, ახალი სანქციები უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებულ კიბერთავდასხმებს, რომლებშიც ვაშინგტონი რუსეთს ადანაშაულებს.

 

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სანქციები ექვს პირსა და ხუთ უწყებას ეხება, მათ შორის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს.


ამას გარდა, აშშ-ის ხელისუფლება დაკეტავს მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიურ მისიას, რომელიც, ვაშინგტონის აზრით, სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner