logo_geo
eng_logo
ზაალ კასრელიშვილი ახალი სამინისტროს შექმნის ინიციატივით გამოდის
- +

18 თებერვალი. 2016. 13:05



სამინისტროების ოპტიმიზაციის მომხრეა კავკასიის ხალხთა კონფედერაცია. როგორც კონფედერაციის პრეზიდენტმა, პოლიტოლოგმა ზაალ კასრელიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ინიციატივით კავკასიის ხალხთა კონფედერაციამ პრემიერ-მინისტრის აპარატს ჯერ კიდევ მაშინ მიმართა, როცა მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი იყო.


„მთავრობის მეთაურს ასევე შევთავაზეთ მონიტორინგის დეპარტამენტის შექმნა. ადრეც ვთვლიდით და ახლაც ასე ვფიქრობთ, რომ პრემიერის აპარატში აუცილებელია მონიტორინგის დეპარტამენტის არსებობა, რომელიც კონტროლსა და კოორდინაციას გაუწევს როგორც სამინისტროებში მიმდინარე პროექტების მსვლელობას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩეული ხელმძღვანელების საქმიანობას.

 

მიგვაჩნია, რომ დროა სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტად გადაკეთდეს. ასევე შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის აპარატი და დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უნდა გაერთიანდეს  და ჩამოყალიბდეს ერთ სამინისტროდ - ეთნორეგიონული პოლიტიკის სამინისტროდ. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ქვეყნის პოლიტიკისთვის, როგორც მომავალში, ასევე, არსებულ ვითარებაში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო თავისი ეთნორეგიონული სამინისტროს მეშვეობით უნდა მართავდეს კავკასიურ პოლიტიკას.

 

ასევე სწორად მივიჩნევთ ევროინტეგრაციის სამინისტროს გაერთიანებას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მოვიაზრებთ ადამიანს, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესებს გააკონტროლებს", - აცხადებს კასრელიშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner