საერთაშორისოდ აღიარებული გამომცემლობა „Forbes"-ის მიერ გამოქვეყნდა ბიზნესისათვის საუკეთესო ქვეყნების ჩამონათვალი, რომელსაც ცნობილი ჟურნალი ყოველწლიურად აქვეყნებს. აღნიშნული რეიტინგის მიხედვით საქართველო არის 43-ე ადგილზე ბიზნესგარემოს თვალსაზრისით მსოფლიოს 139 ქვეყანას შორის. 2013 წელთან შედარებით დაწინაურდა 4 ადგილით.
საქართველო ამ რეიტინგის მიხედვით არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ამასთან არის ლიდერი ქვეყანა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებსა და თურქეთს შორის.
გამომცემლობის შეფასებით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ჰიდრო რესურსები, რომლებსაც იგი იყენებს საკუთარი ენერგო მოთხოვნის თითქმის სრულად დასაკმაყოფილებლად. ასევე საქართველომ არსებითად შეამცირა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და ასევე რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი ჩაანაცვლა აზერბაიჯანიდან იმპორტით.
გამომცემლობაში ნახსნებია, რომ 2012 წლიდან საქართველოს ხელისფლებამ განაგრძო ლიბერალური და თავისუფალ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკა, ამასთან გაზარდა სოციალური დანახარჯები, ხოლო შრომის კანონმდებლობა დაუახლოვა საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე 2014 წელს საქართველომ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვნად გააღრმავებს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირთან და საფუძველს ჩაუყრის თავისუფალ სავიზო მიმოსვლას.