30 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს 60 წელი უსრულდება.
ამ დღესთან დაკავშირებით „მოამბეს" 20:00 საათიანი გამოშვება განსხვავებული ფორმატით გავა ეთერში, რომელსაც თამთა სანიკიძესთან ერთად ტელევიზიის პირველი სახეები, ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე გაუძღვებიან.