logo_geo
eng_logo
ვაშინგტონი 35 რუს დიპლომატს ამერიკიდან აძევებს
- +

30 დეკემბერი. 2016. 13:17



BBC-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა, მოსკოვის მიერ 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო 35 რუსი დიპლომატის ამერიკიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.


ვაშინგტონი ასევე დახურავს ორ რუსულ სტრუქტურას მერილენდსა და ნიუ იორკში, რომელიც გამოყენებული იყო სადაზვერვო შეკრებებისთვის.


პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პირობა დადო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა, რაც მიმართული იქნებოდა შეერთებული შტატების ბრალდებების კვალდაკვალ იმის პასუხის გაცემისკენ, რომ კრემლი „დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგოდ ჩაერია 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 35 რუსი დიპლომატი ვაშინგტონ დი-სი-ს საელჩოდან და სან ფრანცისკოს საკონსულოდან „პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა და მათ და თავიანთ ოჯახებს 72 საათი მისცა შეერთებული შტატების დასატოვებლად.


მოელიან, რომ საპასუხო ნაბიჯს მოსკოვიც გადადგამს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღე სამი ამერიკელი სენატორის მიერ დიპლომატიური ცვლილებების თაობაზე გაჟღერებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონი მტრულ ნაბიჯებს გადადგამს, აუცილებლად გაეცემა პასუხი.  


„თუ ვაშინგტონი ნამდვილად გადადგამს ახალ მტრულ ნაბიჯებს, ის პასუხგაცემული იქნება. ნებისმიერი ქმედება რუსული დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებში, დაუყოვნებლივ მიაყენებს დარტყმას შეერთებული შტატების დიპლომატებს რუსეთში", - განაცხადა მარია ზახაროვამ.


ბარაქ ობამამ განცხადებაში თქვა, რომ „ყველა ამერიკელი შეშფოთებული უნდა იყოს რუსეთის ქმედებებით".


მან ვაშინგტონის ნაბიჯებს უწოდა „საჭირო და სათანადო პასუხი შეერთებული შტატების ინტერესების დაზიანების ძალისხმევებისთვის" და დაამატა, რომ ეს „არ იქნება სრული პასუხი რუსეთის აგრესიული ქმედებებისადმი".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner