საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა და ცენტრის ბინადრებს დამდეგი შობა და ახალი 2017 წელი მიულოცა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ცენტრს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერშეძენილი საჩუქრები - საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასურსათო პროდუქტი, სათამაშოები დატკბილეული გადაეცა.
წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციოცენტრის ბინადრებმა სტუმრების - საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების პატივსაცემად საზეიმო წარმოდგენა გამართეს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა წმინდა გიორგიმთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს არაერთხელესტუმრა და მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება.