logo_geo
eng_logo
დიმიტრი მედვედევი: სამწუხაროა, რომ ობამას ადმინისტრაცია თავის ვადას ანტირუსული აგონიით ასრულებს
- +

30 დეკემბერი. 2016. 14:11



რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევ „Twitter"-ზე წერს, რომ ბარაქ ობამას ადმინისტრაცია „ანტირუსული აგონიით" ასრულებს თავის ვადას.


სამწუხაროა, რომ ობამას ადმინისტრაცია, რომელმაც თავისი ცხოვრება თანამშრომლობის აღდგენით დაიწყო, თავის ვადას ანტირუსული აგონიით ასრულებს", - წერს დიმიტრი მედვედევი.


წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბარაკ ობამა 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და მათ გვარებს ასაჯაროებს. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს თავდასხმებში ადანაშაულებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner