რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი „Twitter"-ზე წერს, რომ ბარაქ ობამას ადმინისტრაცია „ანტირუსული აგონიით" ასრულებს თავის ვადას.
„სამწუხაროა, რომ ობამას ადმინისტრაცია, რომელმაც თავისი ცხოვრება თანამშრომლობის აღდგენით დაიწყო, თავის ვადას ანტირუსული აგონიით ასრულებს", - წერს დიმიტრი მედვედევი.
წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბარაკ ობამა 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და მათ გვარებს ასაჯაროებს. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს თავდასხმებში ადანაშაულებს.