logo_geo
eng_logo
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სასამართლო ინსტანცია, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლები და ჟურნალისტები დააჯილდოვა
- +

30 დეკემბერი. 2016. 16:33



„ახალგაზრდა ადვოკატებმა" 2016 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმატებული სასამართლო ინსტანცია, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლები და ჟურნალისტური კორპუსი სპეციალური ნომინაციებში დააჯილდოვა. ორგანიზაციამ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში საკუთარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულეს. ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებითა და ორგანიზაციის მიერ დამკვიდრებული, უცვლელი ნომინაციებით, „ახალგაზრდა ადვოკატებისთვის" 2016 წლის შეფასებისთვის, ნომინანტები და გამარჯვებულები შემდეგი უწყებები, ინსტიტუციები და საქმიანი სფეროს წარმომადგენლები გახდნენ: 


1.         „ღია სასამართლო ინსტანცია" - ბათუმის საქალაქო სასამართლო;

2.         „ყველაზე ღია საჯარო უწყება" - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;

3.         „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება" - სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტო;

4.         „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის"-საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

5.         „წლის საუკეთესო მომსახურებისათვის" - „საქართველოს რკინიგზა";

6.         „ახალგაზრდული იდეების ქომაგი" - „ქალთა ფონდი საქართველოში";

7.         „ღია საზოგადოების მხარდამჭერი" - ახალი ამბების სააგენტო „კვირა" და „კვირას" მედია-კლუბი;

8.         „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის" - ტელეკომპანია „იბერია", გადაცემა „ბიზნეს კოდი";

9.         „საზოგადოების ხმა" - ტელეკომპანია „პალიტრა NEWS", გადაცემა: „3600".


10.       „თავისუფალი სიტყვის დამცველი 2016"


  • მაცაცო გახოკიძე, ტელე/რადიო „ობიექტივი";
  • თამთა კაკაურიძე, სააგენტო „გურიანიუსი";
  • ნათია კოპალიანი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი;
  • ჯაბა ხუბუა, გაზეთი „ასავალ - დასავალი";
  • მანანა სუხიშვილი, „საერთო გაზეთი";
  • ნენე სტეფანიშვილი, სააგენტო „რეპორტიორი";
  • გენო ოსიყმაშვილი, ტელეკომპანია „GDS";
  • სალომე გოგოხია, ტელეკომპანია „მაესტრო".


11.       „ორგანიზაციის მეგობარი"


  • ლია მუხაშავრია, ევროსასამართლოს ექსპერტი, უფლებადამცველი;
  • ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.


„ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2016 წელი წარმატებული და პროდუქტიული აღმოჩნდა ორგანიზაციის საქმიანობისთვის. „ჩვენი საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ემყარება სამ ძირითად ფასეულობას ღირსებას, თავისუფლებას და თანასწორობას. ჩვენმა ორგანიზაციამ 2012 წლიდან დღემდე, არაერთი წარმატებული საქმით წარმოაჩინა ადამიანის უფლებების დაცვისთვის თავდადება, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ნიშნავს საზოგადოებისა და ჩვენი პროფესიის წინაშე" - აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 2017 წელი საქმიანობაში სასამართლო წლად გამოცხადდა. ორგანიზაცია იქნება აქტიური დამოუკიდებელი სასამართლოს სიტემის უზრუნველყოფისა და რეფორმის პროცესში. ამასთან, 2017 წლიდან გაფართოვდება ორგანიზაციათა ალიანსი: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე". 2017 წლიდან ორგანიზაცია აქტიური იქნება კანონშემოქმედებით საქმიანობაში და ძალისხმევა მიმართული იქნება საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე.


„ახალგაზრდა ადვოკატები" არის ორგანიზაცია, რომელიც საქმიანობს ქართული ფულით და ჩვენი შემოსავალი დამოკიდებულია მხოლოდ პროფესიული საქმიანობიდან, საადვოკატო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებით" - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა და ხაზი გაუსვა ქვეყანაში დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის არსებობის საჭიროებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.


„ახალგაზრდა ადვოკატების" 2016 წლის საქმიანობის შემაჯემებელ ღონისძიებაზე გაიმართა სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციაც. გამოიცა 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ჟურნალი. ასევე, საქმიანობის შესახებ მოხდა ვიდეო-რგოლის პრეზენტაციაც. საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები, პარტნიორები, პროფესიული და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მედია და ორგანიზაციის მეგობრები დაესწრნენ.



 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner