2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი - ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი აამოქმედა. როგორც სხვა ღია ბაზრის ინსტრუმენტების, ასევე ერთთვიანი ინსტრუმენტის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან.
უფრო ვრცლად ღია ბაზრის ინსტრუმენტის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=557.
სტატისტიკური ინფორმაცია კი განთავსდება „სტატისტიკის რუბრიკაში" - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304, „ცენტრალური ბანკის მიმოხილვის" ყოველთვიურ ცხრილში.