სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, უწყების თანამშრომლებთან ერთად, ბავშვებს ახალი წლის მოახლოება მიულოცა და ტკბილეული და სათამაშოები გადასცა.
„გავახარეთ ბავშვები. ბავშვობაში მეგონა, რომ სასწაულები მხოლოდ ზღაპრებში ხდებოდა. მერე ცოტა კიდე რომ გავიზარდე, მერე თვითონ გადავწყვიტე ჩემი ზღაპრების შექმნა და ზოგადად ცხოვრება ერთი დიდი ზღაპარია და თითოეული ჩვენთაგანი არის ამ ზღაპრის გმირი. მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას და ვუსურვო ჯანმრთელობა", - განაცხადა კალაძემ.