logo_geo
eng_logo
აშშ-დან გაძევებულ რუს დიპლომატებს სპეციალურ თვითმფრინავს გაუგზავნიან
- +

30 დეკემბერი. 2016. 19:51



რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთი აშშ-დან გამოძევებული დიპლომატებისა და მათი ოჯახების წევრების რუსეთში გადასაყვანად სპეციალურ თვითმფრინავს გაგზავნიან.


საინფორმაციო საშუალებებისათვის ცნობილი გახდა, რომ გაძევებულ დიპლომატებს თვითმფრინავის ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, ვინაიდან საახალწლო პერიოდში ყველა ბილეთი გაყიდული აღმოჩნდა.


აშშ-მ ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს და ქვეყნის სახელმწიფო უწყებები, კომპანიები და კერძო პირები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგნენლებმა 35 რუსი დიპლომატი დაასახელეს, რომლებიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები უწოდა. ეს დიპლომატები პრეზიდენტმა „ნონ გრატად" გამოაცხადა და ეცნობათ, რომ ქვეყანა 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner