logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ხალხმა უნდა იცოდეს როგორ დაიხარჯება საერთო ფული...
- +

30 დეკემბერი. 2016. 21:04



„შტატების შემცირებით რა შედეგს ელიან უწყებები? ოპტიმიზაციას? ოპტიმიზაცია უნდა დაიწყოს არაოპტიმალური უწყებების უფროსების გაყრით. ფულის ეკონომიას? რა ეკონომია გამოდის თუ ხალხი უმუშევარი დარჩება და სახელმწიფოს დააწვება მათი რჩენა?" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს.


„ბიუჯეტის ეკონომიას სჭირდება გამართული მენეჯმენტი, სწორი გადაწყვეტილებები და ყველასთვის გასაგები კრიტერიუმები, რომლებიც გამორიცხავენ „პატრონის ყოლის აუცილებლობასაც" და დიდი სტრუქტურების ამორფულობასაც.

 

ბიუჯეტის ეკონომიას სჭირდება ნება - დაისაჯოს ყველა დამნაშავე და თაღლითი;

ბიუჯეტის ეკონომიას სჭირდება ყველა ძირითადი დარგის მკაცრი რევიზია;

ბიუჯეტის ეკონომიას სჭირდება სერვისების გაციფრულება და გამჭვირვალობა;

ბიუჯეტის ეკონომიას სჭირდება ისეთი ეკონომიკური პროგრამა, რომელიც გასაგები იქნება ყველასთვის, თუნდაც ლოგიკის და პრინციპების დონეზე;

 

ხალხმა უნდა იცოდეს როგორ დაიხარჯება საერთო ფული. ამავდროულად ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ადამიანი რომელსაც დღეს სახელმწიფო უწყებიდან ათავისუფლებენ, ამავე ხალხის ნაწილია და ხვალ ის შეუერთდება იმ განაწყენებულ ადამიანებს ვინც დღეს ნაწყენია, რომ არ მუშაობს სახელმწიფო უწყებაში.

 

ეკონომია ვერ მოხდება თუ საზოგადოებაში გაგრძელდა ყველას ომი ყველას წინააღმდეგ, რადგან ამ შემთხვევაში ყველა იმოქმედებს ომის კანონით და შეეცდება მოიგოს თავისი და არა ქვეყნის ომი. ამ შემთხვევაში ეკონომიის ნაცვლად წახალისდება პირადი ხეირის მიღების სურვილი. სახელმწიფო შეინარჩუნებს მეწველი ძროხის ფუნქციას...

 

მოკლედ, ოპტიმიზაცია და ეკონომია იწყება ნებით და მიზნით, იწყება ზემოდან, იწყება მიზანმიმართულად და გათვლილად. სხვა შემთხვევაში შედეგი არ იქნება, ვიღაც გულს მოიფხანს ვიღაცის გაშვებაზე და ეგაა, ხვალ იგივე რეალობა დაგვხვდება", - წერს უძილაური.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner