logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: 2016 წელი იყო ძალიან დატვირთული წელი
- +

30 დეკემბერი. 2016. 21:53


 

„ბევრი ადამიანისთვის არის ცხადი, რომ ქვეყანა არასწორი განვითარების რელსებიდან სწორი განვითარების გზაზე დადგა",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ იყო ბევრი ადამიანი, რომლებიც, ტოვებდნენ ქვეყანას და აღარ უდნოდათ საქართველოში ცხოვრება.



„2016 წელი იყო ძალიან დატვირთული წელი. ვფიქრობ, რომ ბევრი რამის მიღწევა მოხერხდა. დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც მე გავხვდი პრემიერი და დავიწყეთ მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნის განვითარების. ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში მოხდა ძირეული ცვლილება. ეს შეეხებოდა ადამიანის უფლებებს. ბევრი ადამიანისთვის არის ცხადი, რომ ქვეყანა არასაწორი განვითარების რელსებიდან სწორი განვითარების გზაზე დადგა. ვფიქრობ, რომ ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო, ყველამ, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ვიცოდით, რა ვითარება იყო ქვეყანაში, ქონების უფლების,  საკუთრების უფლების თვალსაზრისით, ჯანდაცვის უფლების მხრივ. დღეს ამ კუთხით არის რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია, საკუთრების უფლებები არის დაცული. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო  ინსტიტუტების შეფასებები. მივხედეთ ისეთ სფეროებს, როგიორიც არის ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და ამ მიმართულებებით პროგრესი გვაქვს.

 

არასოდეს მითქვამს და არც ახლა ვიტყვი, რომ ქვეყანაში ყველაფერი მანამდე იყო ცუდი. ქვეყანაში იყო ცუდიც და კარგიც, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელი ქვეყანაში აღარ იცხოვრებოდა. მე ბევრი ადამიანი ვიცი, ეს ცვლილება რომ არ მომხდარიყო, ტოვებდნენ ქვეყანას და აღარ უდნოდათ აქ ცხოვრება. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივხედეთ ძირეულ რაღაცებს. დღეს უკვე ახალი ცვლილებების დროა. ეს ცვლილებები მოიტანს ძირეულ გარდატეხას ადამიანის კეთილდღეობის მიღწევის თვალსაზრისით. 4-პუქნტიანი განვიტარების გეგმა, რომელიც ვფფიქრობთ, რომ მოიტანს გარღვევას ჩვენი ქვვეყნის განვითარებაში. ადამიანები ამას საკუთარ თავზე იგრძნობენ. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯის გადადგმა. ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მივიღეთ საკანონდებლო პაკეტი, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ბიზნესი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება. საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით არის ცვლილებები",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner