logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი გეგმა ოთხი წლის თავზე აუცილებლად მოიტანს სხვა საქართველოს
- +

30 დეკემბერი. 2016. 22:01


 

„ერთ-ერთი ცვლილება, რასაც გამოვყოფდი, არის არჩევნები და ეს ცვლილება გამოხატული იყო არჩევნების ჩატარების სტილში. 3700 უბნიდან მხოლოდ ორ უბანზე მოხდა ძალადობა",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.



„ერთ-ერთი ცვლილება, რასაც გამოვყოფდი, არის არჩევნები და ეს ცვლილება გამოხატული იყო არჩევნების ჩატარების სტილში. 3700 უბნიდან მხოლოდ ორ უბანზე მოხდა ძალადობა. ამას ხაზს ვუსვამ. ეს ძალადობის კადრები შეიძლება დომინირებდეს, შეიძლება ეს ჩვენ არ მოგვწონს, მაგრმ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არჩევნებზე შედგა ძალიან მნშვენლოვანი რეფორმმა, ცვლილება, ეს იყო ჩატარების სტილი, ადამიანების აზროვნების მიმართულება. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ აგვეხსნა პირველ რიგში  საკუთარი მხარდამჭეერებისთვის, რომ დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს სხვა მოთხოვნები, ჩვენს ქვეყანას აღარ მოსწონს მოძალადე ხელისუფლება, თუნდაც ის ყოჩაღად გამოიყურებოდეს, დღეს ჩვენ ხელისუფლებას მოსწონს სიმშვიდე, მშვიდად გამოხატვა საკუთარი ნების და ჩვენ ამას მივაღწიეთ, მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი გამარჯვება.

 

ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იყო იგივე იმ ორი უბანი თავიდან აცილება, მაგრამ ასეთ ნაკლოვანებები, როდესაც შენ მიდიხარ მასშტაბურ რეფორმებზე, როდესაც ადამიანების აზროვნების სტილის ცვლილებასთან გაქვს, ხდება ხოლმე. მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ძირითად მიზანს მივაღწიეთ 2016 წელს. ჩვენს სამეზობლოში, მთელს რეგიონში არსებული სტუაცია უკეთესი რომ ყოფილიყო, შესაძლებელია ეკონომიკურადაც უკეთესი მაჩვენებელი გვქონდაო. ჩვენ გვაქვს რეგიონში გამორჩეული ზრდის მაჩვენებელი. ამ წელიწადში ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით უკვე ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით, რომელიც 4 წლის თავზე აუცილებლად მოიტანს თვისობრივად და ხარისხობრივად სხვა საქართველოს. ამის არა მარტო გვჯერა, არამედ ვხედავთ მომავალს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner