„ჩვენ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. დღეს ბევრ ადამიანს ესმის, რომ გვჭირდება კრიტიკული მედია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხდა.
„არ შემიძლია არ გამოვხატო საკუთარი გულის ტკივილი. მედიასაც ხშირად უნდა ესმოდეს ის გამოწვევები, პრობლემები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას. ხანდახან არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ძალიან ნეგატივშია ეს ყველაფერი წასული. მე მინდა როგორც ერთმა ადამიანმა, ამ ქვეყნის მოქალაქემ ყველა ჟურნალისტს ვთხოვო არა მთავრობისთვის ქულების დაწერა, არ მჭირდება დიდი ამბების მღერა ტელეეკრნაიდან, პირიქით ძალიან გამაღიზიანებდა. უბრალოდ ცოტა ნუგეშს თუ მივცემთ ადამიანებს ხვალინდელი დღისთვის ეს ოპტიმიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია დილით ადამიანი, რომ გაიღვიძებს არ უყუროს წინა საღამოს პოლიტიკოსები ერთმანეთს, როგორ ჭამდნენ ეთერში, როგორ იგინებოდნენ, როგორ ჩხუბობდნენ. ოპტიმიზი არის მატერიალური რამ ",- განაცხადა კვირიკაშვილმა.