logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ლევან იზორიამ ურთულესი რეფორმა დაიწყო
- +

30 დეკემბერი. 2016. 22:48


 

„ჩვენი თავდაცვის სამინისტრო დაემსგავსა ამოტრიალებულ პირამიდას, როდესაც ჩვენ გვყავს იმაზე მეტი ზურგის თანამშრომელი, ვიდრე უნდა გვყავდეს",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ისაუბრა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ყველა იმ ადამიანი ვინც თავდაცვის სამინისტროში აღარ იმუშავებს სახელმწიფო ხელს შეუწყობს.


„ჩვენი თავდაცვის სამინისტრო დაემსგავსა ამოტრიალებულ პირამიდას, როდესაც ჩვენ გვყავს იმაზე მეტი ზურგის თანამშრომელი, ვიდრე უნდა გვყავდეს, ზედა ჩინის ოფიცრები იმაზე მეტი, ვიდრე უნდა გვყავდეს და ასე შემდეგ. ამიტომ ძირითადად, ეს რეფორმა ეხება თავდაცვის სამინისტროს სწორი სტრუქტურის ჩამოყალიბებას. მინდა, ნამდვილად მადლობა გადავუხადო ლევან იზორიას, რომელმაც ურთულესი რეფორმა დაიწყო. როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით ეს არის ურთულესი რეფორმა. დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც დარჩა სამსახურის გარეშე, რაღაც კუთხით ხელი შევუწყოთ. ზოგს მიეცა კომპენსაცია. მე მივეცი მითითება სოფლის მეურნეობის მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, რომ პროგრამებში შევქმნათ დამატებითი სტიმულები, შევიტანოთ წამახალისებელი კომპონენტები, სპეციალურად ასეთი ადამიანებისთვის, რომ მათ მივცეთ საშუალება, გააგრძელონ ცხოვრება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ",-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner