logo_geo
eng_logo
საფრანგეთში საახალწლოდ უსაფრთხოებას 90 ათასამდე სამართალდამცველი დაიცავს
- +

30 დეკემბერი. 2016. 23:39



ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ქალაქებსა და ქუჩებში უსაფრთხოებას ახალი წლის დღეებში 90 ათასამდე პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე დაიცავს.


ქუჩების პატრულირებას 52 600 პოლიციელი, ჟანდარმერიის 36 ათასი წარმომადგენელი და ათასი სამხედრო მოსამსახურე განახორციელებს, რომლებიც ტერორისტების საწინააღმდეგო პროგრამის ფარგლებში მუშაობენ. დასვენების ზოგიერთი ზონა ბეტონის კედლებით იქნება შემოსაზღვრული, რათა თავიდან იქნას აცილებული ტერორისტული აქტები სატვირთო მანქანების გამოყენებით, როგორც ეს ბერლინისა და ნიცას შემთხვევაში იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner