თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი მონიტორინგის მიზნით ბაგა-ბაღებს ეწვია.
დეპუტატი აღმზრდელებს ადგილზე გაესაუბრა და ბაღებში არსებულ მდგომარეობაზეინფორმაცია უშუალოდ მათგან მიიღო. თამარ ტალიაშვილის განცხადებით, სახეზე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიმდინარე სააღმზრდელო პროცესის პოლიტიზირების მცდელობაა.
„ნაციონალური მოძრაობის" მანკიერი პრაქტიკა ბაგა-ბაღები პარტიულ შტაბებად ექციათ და ბაღებში პოლიტიკა ეკეთებინათ წარსულს ჩაბარდა. „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბაღებში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, დაინერგა სასკოლო მზაობის პროგრამა, აშენდა ახალი ბაღები , ასევე ბაგა-ბაღებში განხორციელდა მრავალი პროექტი, გაუმჯობესდა კვება და აღმზრდელებისათვის სოციალური პირობები და რაც ყველაზე მთავარია, საჯარო ბაგა-ბაღები გახდა უფასო",- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საკრებულოს დეპუტატი მუნიციპალური ბაღების მონიტორინგს კვლავ გააგრძელებს.