ოდესის ყოფილ გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „Zik"-ს განუცხადა, რომ სიმამრმა ჰოლანდიაში ბინა და აგარაკი აჩუქა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბინა მეუღლის, სანდრა რულოვსის მშობლიურ ქალაქშია და სააკაშვილის განცხადებით, იქ ოჯახი იმ შემთხვევაში გადავა, თუ სხვაგან წასასვლელი არ ექნება.
„როდესაც საქართველოში ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ჩემი ქონება დააყადაღეს. ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ჩვენ შეიძლება ერთ დღეს ქუჩაში გაგვაგდონ. რა უნდა ვქნათ? მაშინ სიმამრმა თქვა - „მაშინ ჰოლანდიაში ჩამოხვალთ",- განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.