logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: არ მადარდებს ავტოიმპორტიორების დაქადნებები და მათი შემოსავლების შემცირება
- +

31 დეკემბერი. 2016. 11:05


 




„დღეს დავრწმუნდი, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი თუ არ შევზღუდეთ, სამომავლოდ საფრთხე გარდაუვალია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრაბლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე წერს.

 

„მე ნამდვილად არ მადარდებს ავტოიმპორტიორების დაქადნებები და მათი შემოსავლების შემცირება. მე მადარდებს, რომ უსაფრთხო მოძრაობას დიდი პრობლემები ექმნება თბილისში და გარემოს დაბინძურების პრობლემასაც უხარისხო საწვავის გამო ვერადა ვერ ვაბამთ თავს.

 

სხვათაშორის, ძალიან საჭირო ინიციატივას ნერგავს პარიზის მერია. დიახ, პარიზის მერია იმ მძღოლებს, რომლებიც მანქანებით გადაადგილებაზე უარს იტყვიან, მანქანების ავტოსადგომებზე უფასოდ პარკირებას სთავაზობს. ეს ერთ-ერთია იმ ნაბიჯების ჩამონათვალში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლების შესამცირებლად გადადგა.

 

ჩვენც გვჭირდება გონივრული და ახალი ინიციატივები.

დედაქალაქს უნდა ვუშველოთ!" - წერს კვაჭანტირაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner