აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომ აშშ-ის მთავრობის ქმედებების საპასუხოდ არ გაეძევებინა რუსეთიდან ამერიკელი დიპლომატები.
„შესანიშნავი სვლაა ვლადიმერ პუტინის მხრიდან. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ძალიან გონიერია", - წერს „Twitter"-ზე დონალდ ტრამპი.
გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო, არ გააძევოს რუსეთის ფედერაციიდან ამერიკელი დიპლომატები.