logo_geo
eng_logo
შსს-ს თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით 200-ზე მეტ ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცა
- +

31 დეკემბერი. 2016. 11:11


 


შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტ გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახს სურსათი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები, წიგნები, ტკბილეული, საახალწლო საჩუქრები გადასცეს და ახალი წელი მიულოცეს.


შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გურჯაანის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრ „Life Line"-საც ეწვივნენ და ცენტრის ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პროდუქტები და საახალწლო საჩუქრები მიუტანეს.


შსს-ს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი დაღუპული პოლიციელების ოჯახები მოინახულეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.


შს სამინისტრო სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას ტრადიციულად, ყოველ წელს ახორციელებს. აღნიშნული აქცია მომავალშიც გააგრძელდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner