logo_geo
eng_logo
სუს-ის წარმომადგენლებმა დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს საჩუქრები გადასცეს
- +

31 დეკემბერი. 2016. 11:14


 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, სუს-ის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.


სუს-ის თანამშრომლები დაღუპული კოლეგების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ეწვივნენ, დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner