გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ისლამისტური ტერორიზმი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელსაც გერმანია უპირისპირდება.
19 დეკემბერს ბერლინში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომელიც გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელმა ტუნისელმა ჩაიდინა, მერკელმა განაცხადა, რომ „საძაგელი" იყო, ტერორისტულ აქტებს ის ხალხი ახორციელებს, რომლებიც დაცვას და თავშესაფარს ეძებდნენ გერმანიაში.
„ჩვენ ტერორისტებს ვეუბნებით: თქვენ სიძულვილით გაჯღენთილი მკვლელები ხართ, მაგრამ თქვენ არ განსაზღვრავთ ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ და როგორ გვინდა ცხოვრება. ჩვენ თავისუფლები, ყურადღებიანი და ღია ვართ", - განაცხადა ანგელა მერკელმა.