ერაყში, ბაღდადის ცენტრში, ალ-სინაკის მანქანების ნაწილების ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა.
ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, ხოლო მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებით მოხდა.
ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.