შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, ინფორმაციას, რომ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულია.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციით, გუშინ, ქავთარაძის ქუჩაზე მოკლული პირი ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებული ოლეგ დოევია.
ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შემდეგ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა ოლეგ დოევმა თანამზრახველთან ერთად, მკვლელობის ჩადენის შემდეგ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და ქვეყანა დატოვა.
მკვლელობა ქავთარაძის ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი აივანზე იმყოფებოდა, რა დროსაც მოკლეს. სამართალდამცველები სავარაუდოდ, ერთ-ერთ ვერსიად აღნიშნული მკვლელობის ჩადენაში სნაიპერის მონაწილეობასაც განიხილავენ.