logo_geo
eng_logo
შსს-ში არ ადასტურებენ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულია
- +

31 დეკემბერი. 2016. 13:53


 


შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, ინფორმაციას, რომ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულია.


სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციით, გუშინ, ქავთარაძის ქუჩაზე მოკლული პირი ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებული ოლეგ დოევია.


ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შემდეგ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა ოლეგ დოევმა თანამზრახველთან ერთად, მკვლელობის ჩადენის შემდეგ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და ქვეყანა დატოვა.


მკვლელობა ქავთარაძის ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი აივანზე იმყოფებოდა, რა დროსაც მოკლეს. სამართალდამცველები სავარაუდოდ, ერთ-ერთ ვერსიად აღნიშნული მკვლელობის ჩადენაში სნაიპერის მონაწილეობასაც განიხილავენ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner