logo_geo
eng_logo
საბერძნეთის ელჩის მკვლელობა მისმა მეუღლემ $25 ათასად შეუკვეთა
- +

31 დეკემბერი. 2016. 13:59


 


ეჭვმიტანილმა პოლიციელმა ბრაზილიაში საბერძნეთის ელჩის, კირიაკოს ამირიდისის მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ ეს ელჩის მეუღლის, დიპლომატის ფრანსუაზა დე სოუზა ოლივეირას დავალებით გააკეთა.


პოლიციამ საქმე ელჩის ქვრივის და მისი საყვარლის, 29 წლის პოლიციის თანამშრომლის სერჟ მორეირას, ასევე, მისი ბიძაშვილის წინააღმდეგ აღძრა. ეს უკანასკნელი თავის ბიძაშვილს მოკლულის ცხედარის გადაადგილებაში ეხმარებოდა. როგორც მორეირას ბიძაშვილი აცხადებს, მან ეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გააკეთა. 


გამოძიების ინფორმაციით, ფრანსუაზამ თავის საყვარელთან ერთად ქმრის მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. პარასკევს, ბრაზილიაში საბერძნეთის საელჩოს აცნობეს, რომ სამი დღეა 59 წლის ამირიდისი გაუჩინარდა. ელჩი მეუღლესთან ერთად რიო-დე-ჟანეიროში იმყოფებოდა. სწორედ მეუღლემ გამოიძახა პოლიცია, რომელსაც შეშფოთებულმა აცნობა რომ დიპლომატი ცოტა ხნით გავიდა სახლიდან და დაიკარგა. მოგვიანებით ბრაზილიის პოლიციამ ელჩის ცხედარი მის მიერ არენდით აღებულ მანქანაში დამწვარი იპოვა. ცხედარი ამოსაცნობად ექსპერტიზაზე გაიგზავნა. კირიაკოს ამირიდისი 2001-2004 წლებში იყო საბერძნეთის კონსული რიო-დე-ჟანეიროში, 2016 წელს კი ბრაზიალიაში საბერძნეთის ელჩად დაინიშნა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner