logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა საახალწლო ღონისძიებები გამართა
- +

31 დეკემბერი. 2016. 14:06


 


ვეტერანების  საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით  ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით  წინასაახალწლო ღონისძიებები გაიმართა. სახელმწიფო უწყების დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი და სამსახურის რეგიონალურ სამმართველოთა წარმომადგენლები საქართველოს ათამდე  ქალაქსა და რაიონს ეწვივნენ, ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები ჩაუტანეს.


ომის ვეტერანთა შვილებისა და შვილიშვილებისთვის სადღესასწაულო კონცერტები გაიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ  საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით ვახტანგ გორგასლის ორდენებით დაჯილდოებულ მებრძოლთა ოჯახებს საპატიო ჯილდოები გადასცა და დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.


საახალწლო ღონისძიებები თბილისში, ვერის პარკში საახალწლო ზეიმით დასრულდა, რომელსაც ვეტერანთა შვილები ესწრებოდნენ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner