logo_geo
eng_logo
გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სოციალურად დაუცველებს ნობათებით ესტუმრა
- +

31 დეკემბერი. 2016. 14:07

 

 

გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა, გადაწყვიტა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საახალწლო განწყობა შეექმნა და წინასაახალწლოდ მათთვის პროდუქტები მიეტანა.

 

მან პირადად მოიძია სოციალურად ყველაზე დაუცველი ოჯახები და თითო სოფელში ყველაზე გაჭირვებულ 12 ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა.

 

რაიონის სოფლების მოვლის შემდეგ, სავალან მირზოევმა საკუთარ ბიუროში ააიპგარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვისბენეფიციარებს უმასპინძლა. მან ყველა ბენეფიციარს საახალწლო ტკბილეული და სათამაშო გადასცა, თანადგომას დაპირდა და როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ახლაც აღნიშნა, რომ ამ ბავშვებს ყურადღებას არასდროს მოაკლებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner