logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილმა სრულიად საქართველოს ახალი წელი კავკასიონიდან მიულოცა
- +

31 დეკემბერი. 2016. 14:56


 

 

დუშეთის, თიანეთისა, ყაზბეგის და ბაზალეთის დევნილთა დასახლების გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ხევსურეთსა და ყაზბეგში ქართველ მესაზღვრეებს ესტუმრა. ზაქარია ქუცნაშვილმა შატილის, მუცოს, ტანიეს, ტერღასა და ჯუთას სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.


დეპუტატის განცხადებით, ქართველი მესაზღვრეები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ქვეყნის ერთგულების და სამშობლოს სიყვარულის გამო.


საქართველოს ამ უმშვენიერესი კუთხიდან , კავკასიონის ცაში აზიდული ქედებიდან მინდა ყველა მესაზღვრეს, ქვეყნის ყველა ერთგულ მცველს და სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. გისურვოთ პირველ რიგში მშვიდობა, სიმართლისთვის ბრძოლაში დაუღლელობა და სიყვარულის გრძნობით ცხოვრება. ასევე , ერთგულება, როგორც ადამიანობის ერთ-ერთ მთავარი გამოხატულება. თქვენ ხართ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის გვერდში დგომით ინარჩუნებთ კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობს და  ამის გამო სახელმწიფოს წინაშე თქვენი დამსახურება ფასდაუდებელია", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ზღვის დონიდან 3500 მ სიმაღლეზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner