დუშეთის, თიანეთისა, ყაზბეგის და ბაზალეთის დევნილთა დასახლების გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ხევსურეთსა და ყაზბეგში ქართველ მესაზღვრეებს ესტუმრა. ზაქარია ქუცნაშვილმა შატილის, მუცოს, ტანიეს, ტერღასა და ჯუთას სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
დეპუტატის განცხადებით, ქართველი მესაზღვრეები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ქვეყნის ერთგულების და სამშობლოს სიყვარულის გამო.
„საქართველოს ამ უმშვენიერესი კუთხიდან , კავკასიონის ცაში აზიდული ქედებიდან მინდა ყველა მესაზღვრეს, ქვეყნის ყველა ერთგულ მცველს და სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. გისურვოთ პირველ რიგში მშვიდობა, სიმართლისთვის ბრძოლაში დაუღლელობა და სიყვარულის გრძნობით ცხოვრება. ასევე , ერთგულება, როგორც ადამიანობის ერთ-ერთ მთავარი გამოხატულება. თქვენ ხართ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის გვერდში დგომით ინარჩუნებთ კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობს და ამის გამო სახელმწიფოს წინაშე თქვენი დამსახურება ფასდაუდებელია", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ზღვის დონიდან 3500 მ სიმაღლეზე.