logo_geo
eng_logo
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 99,5 %-ით შესრულდა
- +

31 დეკემბერი. 2016. 14:56


 


თბილისის მერია განცხადებას ავრცელება, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 99,5 %-ით შესრულდა.




. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 99,5 %-ით შესრულდა. საშემოსავლო ნაწილში აღნიშნული მაჩვენებელი უპრეცედენტოა.

 

შემოსულობების გეგმა ნაშთის ჩათვლით შეადგენდა 842 966.4 ათას ლარს  და ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 838326.5 ათასი ლარი.

 

გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტის შესრულებამ 99% შეადგინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია აბსოლუტურ მაჩვენებლებში.

 

ბიუჯეტის ხარჯვის მაჩვენებელმა კი  832.4 მლნ ლარი შეადგინა." - ნათქვამია განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner